logo_geo
eng_logo
ნენსი პელოსი: რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს, თუ უკრაინაში შეიჭრება
- +

4 თებერვალი. 2022. 13:22

 

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს.

 

ნენსი პელოსის თქმით, აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს.

 

„სანქციები ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში შეჭრაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, თუ რუსები უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს. არავინ იცის, რას აპირებს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

 

ნენსი პელოსიმ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალი შეზღუდვა მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში უნდა დაწესდეს და არა თავდასხმამდე.

 

„სანქციები საკმარისად ძლიერი უნდა იყოს. თუმცა, სანქციები იმ შემთხვევაში უნდა დაწესდეს, თუ რუსეთი შეიჭრება. დიპლომატიური შეკავება არის ის, რისი მიღწევაც გვინდა, მაგრამ იმისთვის, რომ კარგი მშვიდობისმყოფელი იყოთ, ასევე უნდა აჩვენოთ, რომ კარგი მებრძოლი ხართ“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner