საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მხრიდან შემოსული მსუბუქი ავტომანქანის (რომელსაც სომხეთის მოქალაქე ა.ჰ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, 7 500 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ბოსტნეულის თესლი) გამოვლინდა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7 500 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.