logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს და მის დამაარსებელს თავი რომ არსად გამოეყოფათ, ესეც მკაფიო და ნათელია
- +

4 თებერვალი. 2022. 15:03

 

 

„კაცი, რომელიც დასრულებას აპირებდა ამ პოლიტიკური მძორის, პირიქით დღისით მზისით შეიკრა მასთან და მიშას პოლიტაღმასრულებლად იქცა!“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

 

გვენეტაძის თქმით, პატიმარი სააკაშვილი პრაქტიკულად თავად აღიარებს გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებას.

 

„ამის შემდეგ, ვფიქრობ, საბრალდებო პოლიტიკური დასკვნა დაწერილი და გაფორმებულიცაა! პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს და მის დამაარსებელს თავი რომ არსად არ გამოეყოფათ, ესეც მკაფიო და ნათელია! კაცი, რომელიც დასრულებას აპირებდა ამ პოლიტიკური მძორის, პირიქით დღისით, მზისით შეიკრა მასთან და მიშას პოლიტაღმასრულებლად იქცა! თავად ეს პოლიტავანტიურისტი ამბობს ამას და არა სხვა ვინმე! საქმე ისაა, რომ უკვე აღარაა საჭირო ძველთაძველი სიბრძნის გაცნობიერება: „კაცი რომ გაიცნო, ასი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო“! ამ პოლიტიკამ და ვირეშმაკობებმა ისე დააბინძურა ე.წ. ოპოზიციონერთა აბსოლუტური უმრავლესობა, თითოეულზე რომ მიუშვა რიონი და ცხენისწყალი ერთად, მაინც ვერ გაირეცხებიან!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner