logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: ამ დღეს 18 წლის სიმპათიურმა მძღოლმა დედასთვის 4 დოლარად 2 სიმღერა ჩაწერა...
- +

4 თებერვალი. 2022. 15:23

 

 

4 თებერვალი...

ამ დღეს... 1953 წლის 4 თებერვალს...

სატვირთო მანქანის 18 წლის სიმპათიურმა მძღოლმა...

დედასთვის დაბადების დღეზე საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა...

სულ 5 დოლარი ედო ჯიბეში...

შევიდა  პატარა ჩამწერ სტუდია „Sun“-ში და

4 დოლარად 2 სიმღერა ჩაწერა...

ერთს: „ყველაფერი წესრიგშია, დედა“ ერქვა...

მძღოლს კი... ერქვა

ელვის პრესლი!!!

 

დაახლოებით ერთ წელიწადში ელვისი ისევ ესტუმრა სტუდიას...

ცოტა ხანში ისევ...

მიჰქონდა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები...

ბლიუზები, ბალადები, როკ-ნ-როლი...

მისი ხმა აფროამერიკელების ხმას ჰგავდა და ...

სულ ცოტა ხანში მთელი ამერიკა დაიპყრო...

 

მართალია, ვიქტორიანული დიასახლისები აკრიტიკებდნენ ელვისის სცენაზე ქცევას...

განსაკუთრებით, თეძოების ქნევას და მანიპულაციებს მიკროფონთან...

მაგრამ...

დარწმუნებული ვარ იმაშიც...

შვილები რომ მათ არ უყურებდნენ...

თვითონაც სიამოვნებით  უყურებდნენ ...

საოცრად მომხიბვლელ და  ხულიგნურად შარმიან ელვისს...

 

პატარა ჩამწერ სტუდიაში მისვლიდან სამი წლის შემდეგ, ელვისი უკვე ჰოლივუდის ფილმებში  მთავარ როლებს ასრულებდა...

1956 წლიდან 1969 წლამდე 33 ფილმში გადაიღეს...

სხვათაშორის, ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ელვის პრესლიმ 1958-1960 წლებში სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიაში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ულამაზესი პრისცილა...

 

სამწუხაროდ, ისინი დაცილდნენ ერთმანეთს და ელვისმა მთელი თავისი ქონება ერთადერთ ქალიშვილს ლიზ-მარი პრესლის უანდერძა...

 

1967 წელს ელვისმა  თავისი პირველი „Grammy“ მიიღო...

სულ სამჯერ გახდა მისი ლაურეატი, თუმცა...

14-ჯერ იყო მასზე ნომინირებული...

 

ფოტოკოლაჟის მომზადებისას, ყურადღება მივაქციე იმას, რომ ელვისის ფოტოების უდიდესი ნაწილი უინტერესოა...

ლამაზი  და უშინაარსო ბიჭი, ვნებიანი მზერით,

ხელოვნურ პოზებში...

 

მერე კი წავიკითხე, რომ თურმე,  ელვისს სასწაული პროდიუსერები ერგო წილად, ვინმე პოლკოვნიკ პარკერის ხელმძღვანელობით, რომელიც მისი ჰონორარის ნახევარს იჯიბავდა...

 

ისინი აკონტროლებდნენ  ელვისის ყოველ ფოტოს... ყოველ ფრაზას... ყოველ მიხვრა-მოხვრას...

 

სწორედ პარკერის სიხარბისა და, ალბათ, არაპროფესიონალიზმის გამო, ელვისმა უარყო  კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, ერთადერთი სერიოზული წინადადება „ვესტსაიდის ისტორიის“ ავტორთან, რ.უაზისთან გადაღების შესახებ და შეუდარებელი ბარბარა სტრეიზანდის მიწვევა ფილმში „ვარსკვლავი დაიბადა“...

რას იზამ...

 

მე კი ვეცადე, მომეძებნა ფოტოგრაფ ვერტხეიმერის მიერ  გადაღებული ფოტოები,

რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი...

ერთ-ერთ სურათზე ელვისი დედას  ეხუტება... და პირველი ახალი სახლის გასაღებს ჩუქნის.

 

აქ ელვისი ნამდვილი ელვისია...

რა თქმა უნდა ლამაზი, მაგრამ არა მარტო...

 

აქ ის  საოცრად ტკბილი კაცია, რომელიც მართლა გულით მღეროდა

I Want You,  I Need You,  I Love You;

Don't Be Cruel;

Hound Dog;

Love Me Tender

რომელსაც საოცრად უყვარდა ძაღლები და ცხენები ...

რომელიც სულ ახალ მანქანებს სიამოვნებით ჩუქნიდა  მეგობრებს...

რომელმაც თავისი შემოქმედების შეფასების თხოვნაზე, ჟურნალისტს ასე უპასუხა:

„ვიღაცას ტაქტში ფეხით დაბაკუნება  შეუძლია...

ვიღაცას თითების კასტენიეტებივით გატკაცუნება...

ვიღაცას აქეთ-იქით ლამაზი რხევა....

მე კი ავიღე და ეს ყველაფერი ერთდროულად გავაკეთე...

სხვა არაფერი...“

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner