„ოპოზიციის სურვილია, თუ უნდა წავიდნენ, თუ უნდა შეხვდნენ, მაგრამ ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ უკრაინის ოფიციალური პირები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოსა და პარლამენტის მიერ გამოხატულ პოზიციას,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს გვერდით და ვართ ჩართული იმ საერთაშორისო ძალისხმევაში, რომლის მიზანია, რომ ის ვითარება, რომელიც შექმნილია, განიმუხტოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.