logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: პატრიოტად შეფუთულმა გუდკოვმა - არ ვყოფილვარ აფხაზეთშიო? არადა, სროლითაც აღუნიშნავს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“
- +

4 თებერვალი. 2022. 17:11

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართავს და ახსენებს 2009 წლის kommersant-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც დიმიტრი გუდკოვმა „კალაშნიკოვიდან“ სროლის ისტორიები გაიხსენა.

 

„ეს როგორ მოგწონთ? რაო, თქვენს მიერ პატრიოტად შეფუთულმა გუდკოვმა - არ ვყოფილვარ აფხაზეთშიო? არადა, სროლითაც აღუნიშნავს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. თუ წაიკითხავთ კომენტარებში დადებულ წყაროს, იქ კარგად ნახავთ, რომ თითქმის ყველა გამოკითხული, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მსახიობი და ა. შ. რა კომენტარს აკეთებს დასმულ შეკითხვაზე, მხოლოდ თქვენი კრემლის „ოპოზიციონერი“ პოლიტიკოსი იწონებს თავს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღნიშვნას „კალაშნიკოვიდან“ გაშვებული ჯერით. ყველა სიცრუეს თავისი სიმართლე აქვს, გაითვალისწინეთ!“ - წერს ნინო ფოჩხუა.

 

https://www.kommersant.ru/doc/1189776?fbclid=IwAR1NWvkCgjH3Ezu8TvdbGHeFpa_5ubTqKtWq70ro28_M6Yi9fTeljAnSnjc

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner