logo_geo
eng_logo
პლაჟის დანაგვიანებისთვის ჯარიმა 80 ლარია
- +

4 აგვისტო. 2016. 21:02



სიმინდის ტაროები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენების, რაც ბათუმის სანაპიროზე შეიძლება ნახოთ, უფრო ხშირად საღამოს.


ზღვის პირას მყოფი დამსვენებლები ფიქრობენ, რომ პლაჟი მეტ-ნაკლებად სუფთაა.


მე 10 ბალიანი სისტემიდან დავწერდი ცხრა ქულას პლაჟის სისუფთავეში" - ამბობს მიჰკენ მარტინი, დამსვენებელი ესტონეთიდან.


პლაჟი ისე თუ ასე სუფთაა, რაც შეეხება წყალს, უბრალოდ ძალიან მაგარია. მაგრამ ნაგვის ურნა გადავსებულია, ხალხმა არ იცის სად ჩაყაროს ნაგავი" - ამბობს კიდევ ერთი დამსვენებლი, ვიქტორია კრავჩენკა, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა ბათუმში.


ზღვის სანაპირო ზოლის და და ბულვარის ტერიტორიაზე დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმდებიან.


ბათუმის ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაგვიანების სხვადასხვა კატეგორიაზე ჯარიმებიც სხვადასხვაა, რომელიც წელს კიდევ უფრო გამკაცრდა.


ბულვარის და პლაჟის ტერიტორიაზე ორ კილოგრამამდე ნაგვის დაყრის შემთხვევაში პირი ოთხმოცი ლარით ჯარიმდება, ხოლო მეტი მოცულობის ნაგვის დაყრისათვის ფიზიკური პირები ხუთასი ლარით, იურიდიული პირები კი ათას ხუთასი ლარით ჯარიმდებიან. რაც შეეხება სამშენებლო ინერტული ნარჩენებით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებას, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი ორასი ლარით, იურიდიული პირი კი ხუთასი ლარით ჯარიმდება.


ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ დანაგვიანებას მონიტორინგს უწევს შვიდკაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც ბულვარის მთლიან ზოლს და სანაპიროსაც აკონტროლებს.


როგორც ბულვარის პრესსამსახურში გვითხრეს, სანაპირო დაყოფილია სექტორებად. მოიჯარეები რომლების მფლობელობაშიც არის სექტორი, მათ ხელშეკრულებაში წერია რომ უნდა დაიცვან სისუფთავის ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც დაჯარიმდებიან.


რაც შეეხება დასუფთავებას, ბულვარსა და პლაჟს „სანდასუფთავება" ალაგებს.


ბათუმის ბულვარის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს დანაგვიანებაზე 104 საჯარიმო ოქმი გამოიწერა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის შედეგების ნახვა სეზონის დასრულების შემდეგ გვექნება.



წყარო: batumelebi.netgazeti.ge




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner