logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: იყო აშკარა მცდელობა „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებისა, თუნდაც თბილისის მერის არჩევნებში, რომელსაც ხელს უწყობდა პარტია „საქართველოსთვის“
- +

4 თებერვალი. 2022. 18:27

 

 

„იყო აშკარა მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისა, თუნდაც ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში, რომელსაც ხელს უწყობდა პარტია „საქართველოსთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომ ამან უნდა განაპირობოს ის რევოლუცია, რომელიც მან ვერ შეძლო არჩევნების დღეს.

 

„ვთქვათ, არ ვარ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და ნეიტრალური პოზიციიდან შევხედოთ ვითარებას, ფაქტი სახეზეა, არის ორი პოლიტიკური ძალა, რაც ნორმალურ სიტუაციაში შეიძლება განგვეხილა, როგორც ალიანსი პოლიტიკური ძალებისა, გარკვეული მიზნის მისაღწევად. ამას საკმაოდ სერიოზული პრელუდია ჰქონდა პოლიტიკური ნაბიჯებისა. იყო აშკარა მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისა თუნდაც ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში, რომელსაც ხელს უწყობდა პარტია „საქართველოსთვის“. ასევეა, მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია, როდესაც რევოლუციური სცენარი მზადდებოდა, რომელზეც დამოკიდებული იყო ნიკანორ მელიას დაკავება არ დაკავების საკითხი, ამ პერიოდშიც ქვეყნისთვის ძალიან საშიში ნაბიჯი გადაიდგა ამ პარტიის ლიდერის მხრიდან. ახლა თუ წალენჯიხაში ან სხვაგან გაიმარჯვეს და ერთობლივად რაღაც ადგილები დაიკავეს, ნორმალური კომენტარი მაინც გააკეთონ. სააკაშვილი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომ ამან უნდა განაპირობოს ის რევოლუცია, რომელიც მან ვერ შეძლო არჩევნების დღეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner