logo_geo
eng_logo
თამარ ბარკალაია: ელექტროენერგიის სუბსიდიას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს ყველა, ვისი სარეიტინგო ქულაც 150 00 და ნაკლებია
- +

4 თებერვალი. 2022. 18:54

 

 

„სუბსიდირებას სრულიად საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 150 00 და ნაკლებია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„ელექტროენერგიის სუბსიდია პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა. ოჯახების რაოდენობა, რომელიც დღეს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა 150 000 და ნაკლებია, ამ ეტაპზე 310 000-ს შეადგენს. ჯამში ამ ოჯახებში 1 000 000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. სწორედ ამ ერთ მილიონ ადამიანს დაუსუბსიდირდება ელექტროენერგია 3-ნახევარი თეთრი თითო კილოვატზე იმ შემთხვევაში, თუ მოხმარება თვეში 200 კილოვატს არ გადააჭარბებს. ეს სუბსიდია 1 იანვრიდან ამოქმედდა და წლის ბოლომდე იმოქმედებს. სუბსიდირება საქართველოს მასშტაბით მოხდება, თუმცა, ზამთრის თვეების განმავლობაში თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ანალოგიური დაფინანსება ხორციელდება, შესაბამისად, ცენტრალური ბიუჯეტი გააგრძელებს და აიღებს ამ პასუხისმგებლობას მას შემდეგ, რაც სუბსიდირება მუნიციპალური ბიუჯეტიდან შეწყდება. სრულიად საქართველოს მოსახლეობა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, მიიღებს სუბსიდირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 150 00 და ნაკლებია“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner