logo_geo
eng_logo
„ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა „ქართლის ცხოვრებასთან“ დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
- +

4 აგვისტო. 2016. 21:06



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობის პასუხს აქვეყნებს „ქართლის ცხოვრებასთან" დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნებულ მასალაზე.


„რეპორტიორი" მიმოწერას უცვლელად გთავაზობთ:


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" პასუხი

ზეინაბ ბუაჩიძე - უსათუოდ წაიკითხეთ

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან" დღის პირველ ნახევარში რუსუდან გიორგაძე ტელეფონით შემეხმიანა, იმ ინფორმაციასთან დაკავშრებით, რომელიც გუშინ, 2016 წლის 3 აგვისტოს ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე. რადგან შევთანხმდით რომ გამომცემლობის გამოხმაურება წერილობითი იქნებოდა, საუბრის შინაარსით თავს არ შეგაწყენთ და ვაქვეყნებ ჩვენს მიმოწერას:

 

ქალბატონო ნინო, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულიქართლის ცხოვრების" შესახებ დაწერილმა თქვენმა პოსტმა დიდი მღელვარება გამოიწვია. გადავწყვიტეთ, განმარტება გავაკეთო მათთვის, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა.

 

ლეონტი მროველის" ქართლის ცხოვრებაბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" 2012 წელს გამოსცა სამ ტომად. მასში მოცემული ტექსტი უცვლელად აღებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკიდან (კერძოდ, . მამარდაშვილის კოლექციიდან). ამავე საიტზე მითითებულია, რომ ტექსტი ეყრდნობა XVII საუკუნის ანასეულ ნუსხას, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კოდით Q-795, 20v.

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" სრულიად იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გამოცემულ ნებისმიერ ტექსტზე. ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავცეთ პასუხი. სიამოვნებით ვიღებთ შენიშვნას, რჩევას,რეკომენდაციასა თუ მითითებას.

პატივისცემით, რუსუდან გორგაძე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" რედაქციის მენეჯერი

რუსუდან, მადლობა წერილობითი პასუხისთვის. დამატებით რამდენიმე კითხვას გამოგიგზავნით, რის შესახებაც საუბრის დროსაც გკითხეთ, მაგრამ რადგან თქვენს პასუხს წერილობითი ფორმით გამოვაქვეყნებ, უმჯობესია ამ კითხვებზეც წერილობით მიპასუხოთ:

 

1)ვინ არის და დღეს სად მუშაობს 2012 წელს გამოცემულიქართლის ცხოვრების" რედაქტორი?

 

2)რატომ გამოეცითქართლის ცხოვრების" ეს კონკრეტული ვერსია და არა სხვა? ანუ არჩევანი რის მიხედვით გააკეთეთ?

 

3)მინიმუმ გრძნობს თუ არა უხერხულობას გამომცემლობა კონკრეტული გამოცემის გამო?

პატივისცემით ნინო მიქიაშვილი

 

კარგი, გიპასუხებთ:

 

1. რედაქტორის სახელსა და გვარს ვერ მოგწერთ. ის ამჟამად ილიაუნში კითხულობს ლექციებს (ცუდად ნუ გამიგებთ, ისედაც ბევრი ლანძღეს უსამართლოდ. ის იყო პროექტის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი რედაქტორი და არა პირდაპირი მნიშვნელობით რედაქტორი, რომელიც ტექსტს უტარებს რედაქტირებას);

 

2. არჩევანი გავაკეთეთ ერთი ფაქტის მიხედვით: არსებობდა ამ ტექსტის ელექტრონული ვერსია, რომელიც ეყრდნობა არსებულ, ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ, გაშიფრულ, დადგენილ ხელნაწერს. ჩვენ სხვა დროსაც არაერთხელ გამოგვიყენებია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში არსებული ელექტრონული ტექსტები (კერძოდ, ქართული მწერლობის საუნჯისა და ქართული კლასიკური მწერლობის სერიებზე მუშაობისას). შესაბამისად, თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს და არასოდეს არანაირი გაუგებრობა ან პრობლემა არ შექმნილა.

 

3. ეს არის არსებული, აკადემიური ტექსტი, რომელშიც ჩარევის უფლება გამომცემლობას არ აქვს. ასეთ ტექსტებზე მუშაობენ სხვა სპეციალისტები (ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, პალეოგრაფები და .). გამომცემლობა ენდობა მათ გამოკვლეულ, დადგენილ, შემოთავაზებულ ტექსტს.

 

საუბრის დასასრული.

 

ნინო მიქიაშვილი: ესეც ჩემი გუშინდელი ჩანაწერი, ჩემივე გვერდზე გამოქვეყნებული, იმათთვის, ვისაც არ წაუკითხავს:

 

 

"ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა"

 

ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა - 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილქართლის ცხოვრებაში" (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინა აბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენა ყოფილა სომხური. ჩამატებული წინადადება ასეთია - ,,და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაი - სომხური".

 

ზეინაბ ბუაჩიძე: „სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველი ტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავათ. მეტსაც გეტყვთ - მეთერთმეტე საუკუნეშიქართლის ცხოვრება" სომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამ თარგმანში ნახავთ. დილით სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-ში გამოცემულიქართლის ცხოვრების" რედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ. გაოგნებული ვარ. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა".

 

ბოლოთქმა ჟურნალისტებისთვის - ზეინაბ ბუაჩიძე ხარაგაულში, ლიტერატურულ კონკურსოდეონზე" გავიცანი. თუ მისი ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ, პირად ფოსტაში მომწერეთ.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=17866




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner