logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გადავწყვიტეთ, ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება
- +

4 თებერვალი. 2022. 22:49

 

 

გადავწყვიტეთ, ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ გამოვიდეთ არა აღქმებიდან, არამედ ფაქტებიდან, რეალობიდან და ობიექტურობიდან - ყველა შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ის, რომ არასდროს შეგვიქმნია დოკუმენტი, თუ რა ხდებოდა სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს ვერსიას გავაკეთებთ. არ გამოვრიცხავ, იყოს საკითხები, რაზეც შევჯერდებით როგორც მიღწევებთან, გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევებთან მიმართებაში. ბუნებრივია, თუ ასეთ საკითხებზე შევთანხმდით, ცვლილებებს დავაინიცირებთ და ეს კარგი იქნება. რაზეც ვერ შევჯერდებით, ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სასამართლო რეფორმაზე შეხვედრა გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner