სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით თვის ბოლოს ჩვენს შეფასებებს დავდებთ და მსჯელობას დავიწყებთ, რა არის გამოსავალი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა პოლიტიკურ მხარეებს შრის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დატოვების შემდგომ განაცხადა.
იოსელიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა სასამართლოში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პოლიტიკური მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, სადაც გატარებულ რეფორმებს შეაფასებენ და საკუთარ ხედვას მოამზადებენ.
„თვის ბოლოს ჩვენს შეფასებებს დავდებთ და მსჯელობას დავიწყებთ, რა არის გამოსავალი. საბოლოოდ, რაზე მივალთ და რაზე არა, ამაზე საუბარი დღეს არ ყოფილა. ყველა სხვადასხვანაირად უყურებს ჩატარებულ რეფორმას – ვიღაც წარმატებულად თვლის, ვიღაც - კრახად და ამ სახის შეფასებებს ყველა პარტია ერთად მოამზადებს, შემდეგ ამ შეფასებებს განვიხილავთ“, – აღნიშნა იოსელიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სასამართლო რეფორმაზე შეხვედრა გაიმართა.