logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გახარია და სააკაშვილი „ერთ ქუდ ქვეშ“ მოქმედებენ და მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია
- +

4 თებერვალი. 2022. 22:57

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გახარია და სააკაშვილი „ერთ ქუდ ქვეშ“ მოქმედებენ და მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია.

„იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც გახარიას პარტიის წევრები გახდნენ საკრებულოების თავმჯდომარეები, სააკაშვილი ამბობს „წავართვითო“ - ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ეს წამოცდენა იყო თუ განზრახ ნათქვამი, არ ვიცი, მაგრამ ეს ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით. გახარია და სააკაშვილი „ერთ ქუდ ქვეშ“ მოქმედებენ, მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია“, - ამბობს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner