საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაგავშირებით, მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და ამას გპირდებით,- ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მადრიდმა ნატოს 1997 წლის სამიტს უმასპინძლა , რომელიც ნატოს გაფართოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ესპანეთში ალიანსის 2030 სტრატეგია უნდა მივიღოთ, აქტიურად ვმსჯელობთ პარტნიორებთან. მე პირადად ვსაუბრობ კოლეგებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ნატოში, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა შეხვედრები ბრიუსელში. ძალიან კარგად მიმდინარეობს თანამშრომლობა. ჯერ სამიტის ფორმატებზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და ამას გპირდებით“,- განაცხადა კოლომინამ