logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ერთკვირიანი კამპანია დაალაგეს საქართველოში დიმიტრი გუდკოვის არ შემოშვებაზე, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ავტომატის გასროლით აღნიშნავდა
- +

5 თებერვალი. 2022. 00:25

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ერთკვირიანი ნეგატიური კამპანია დაალაგეს დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არ შემოშვებაზე, მაშინ როდესაც ეს ადამიანი რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ავტომატის გასროლით აღნიშნავდა.

„როდესაც ადამიანი ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნავდა აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარებას“ ავტომატის გასროლით, აფხაზეთში, თავისი მეგობრის აივნიდან, ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ ადამიანის შემოშვება-არშემოშვების საკითხზე ერთკვირიანი ნეგატიური კამპანია დაალაგეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა. რისთვის მოდიოდა ის აქ, ეს იყო თუ არა პროვოკაცია - ეს მეორე საკითხია“, - ამბობს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner