საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარი ნარჩემაშვილის განცხადებით, განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, ეს საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არის ასახული. დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, = აცხადებს მარი ნარჩემაშვილი:
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.