logo_geo
eng_logo
ხავიერ კოლომინა: ნატო უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება და ძალისხმევას არ იშურებს დიალოგისა და დიპლომატიისთვის
- +

5 თებერვალი. 2022. 01:57

 

 

ნატო უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ დიალოგისა და დიპლომატიისთვის, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ვმუშაობთ აქტიურად პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ეუთოსთან და რუსეთს, წერილობით თუ შეხვედრის დროს, დავუფიქსირეთ ორგანიზაციის ერთიანი პოზიცია. ამავე დროს ვემზადებით უარესი სცენარისთვის და ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას. ამ ეტაპზე გვსურს, ყურადღების კონცენტრაცია დიპლომატიურ გზებზე მოვახდინოთ. ძალიან რთულია ახლა განვაცხადოთ, თუ რა ეტაპზე ვართ ან რა მოხდება შემდეგში. ჩემი აზრით, ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ და ეს გზა გადის დიპლომატიაზე. მე, როგორც დიპლომატს, იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ“, - განაცხადა კოლომინამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner