logo_geo
eng_logo
რუსთავის მერი, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
- +

5 თებერვალი. 2022. 10:06

 

რუსთავში, შიდა საუბნო რეკრეაციული და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს.

 

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, უკვე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

„ჩვენ ვახორციელებთ მსხვილი რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციას, ასევე შიდა უბნებში და ეზოებში, ისეთი ადგილების მოწყობას, სადაც მოსახლეობას დასვენების შესაძლებლობა ექნება. რუსთავში, რამდენიმე მისამართზე, შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მე ადგილზე ვეცნობი თითოეული პროექტს, მთავარია, რომ სამუშაოები დასრულდეს მაქსიმალურად დათქმულ ვადებში და მოსახლეობაზე ორიენტირებული იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 

ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი მინი სკვერების მოწყობის სამუშაოები, დღეისათვის რვა მისამართზე დასრულდა. ქალაქის სხვადასხვა უბნის შიდა ეზოებში მოწყო დეკორატიული ღობეები, ბორდიურები, მწვანე სივრცე, სარწყავი, გარე განათების სისტემა და საბავშვო-გასართობი ზონა. პროექტების განსახორციელებლად, რუსთავის ბიუჯეტიდან, ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

 

2022 წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში, გასულ წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner