აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტებში თემებთაბ დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებში დილიდანვე, აქტიურად არის ჩართული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტმენტის სპეციალური ტექნიკა.
მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს.
ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა.