იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს. პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ.
ვაქცინაციის კამანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის მოსახლეობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი წახალისების პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიანი დანამატის მიღებას გულისხმობს.