logo_geo
eng_logo
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
- +

5 თებერვალი. 2022. 15:19

 

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება - „კოლხიშ ნანა“ მოიპარეს. ქანდაკების გაუჩინარება მუზეუმის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დილით, ეზოს შემოვლის დროს შენიშნეს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის ეზოში 2018 წელს დადგეს. ქანდაკება ცაიშის სამარხებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქალ-ღვთაების სკულპტურის ანალოგია. ქანდაკება ძვ. წ.-ით VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.

რაც შეეხება მის სახელწოდებას - „კოლხიშ ნანა“ ქანდაკებას ჩხოროწყუელი მეღვინისა და კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ ცირდავას ინიციატივით ეწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner