ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება - „კოლხიშ ნანა“ მოიპარეს. ქანდაკების გაუჩინარება მუზეუმის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დილით, ეზოს შემოვლის დროს შენიშნეს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.
კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის ეზოში 2018 წელს დადგეს. ქანდაკება ცაიშის სამარხებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქალ-ღვთაების სკულპტურის ანალოგია. ქანდაკება ძვ. წ.-ით VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.
რაც შეეხება მის სახელწოდებას - „კოლხიშ ნანა“ ქანდაკებას ჩხოროწყუელი მეღვინისა და კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ ცირდავას ინიციატივით ეწოდა.