„თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩასულმა ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე „თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ჰაირულა შინვარი წერს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორის, შაფი აზამის განცხადებით, ქალები ხშირად მანიპულირებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, რათა უცხოეთში თავშესაფარი მიიღონ. მისივე თქმით, ასეთი ქალები პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ქვეყანას დისკრედიტაციას უწევენ.
„თალიბანის“ დელეგაცია ოსლოში იანვრის ბოლოს იმყოფებოდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქმა „თალიბანისა“ ავღანელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს უმასპინძლა.