logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ლარის გამყარების ფუნდამენტური მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის მოზომილი და თანმიმდევრული პოლიტიკა გახლავთ
- +

5 თებერვალი. 2022. 17:39

 

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს, ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით ვითარდება, წინ მყარი ნაბიჯებით მიიწევს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ქვეყანაში ბოლო დღეებში ლარის გამყარების პროცესს.

 

ჩიხელიძე ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს.

 

მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, რადგან კვლავ გრძელდება კომპანიებისთვის ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და ეკონომიკის ზრდა:

 

„ხშირად გვსმენია, რომ ლარის კურსზე დიდ გავლენას მოსახლეობაში არსებული მოლოდინები ახდენს, ეს სრული ჭეშმარიტებაა, ახლაც ლარის კურსის გამყარება სხვა ფაქტორებთან ერთად გარკვეულ წილად პოზიტიურ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ლარის კურსზე მოქმედ სხვა ფაქტორებს, ეს პირველ რიგში არის იმპორტის შემცირება და ექსპორტის ზრდა, რომელიც არამხოლოდ 2020-21 წელთან, არამედ 2019 წელთან მიმართებითაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას და უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებს. ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების გამოძახილი არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც წინასწარი პროგნოზით არსებულ პროცენტს მნიშვნელოვნად აღემატება და10,5% შეადგენს. არსებული მოცემულობით ეკონომიკური ზრდის ტემპი შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება.

 

გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, რადგან კვლავ გრძელდება კომპანიებისთვის ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და ეკონომიკის ზრდა. ლარის კურსის გამყარებაზე არაერთი „ექსპერტის“ მოსაზრება მოვისმინე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შაბლონურ ფაქტორებზე საუბრობენ, სამწუხაროდ ლარის გამყარების ფუნდამენტურ მიზეზზე არავინ საუბრობს. ცალსახად ლარის გამყარების ფუნდამენტური მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის მოზომილი და თანმიმდევრული პოლიტიკა გახლავთ, რომელიც ბიზნესის წახალისებისთვის ყველაფერს აკეთებს, მისი უშუალო ჩართულობით შემსუბუქდა კოვიდრეგულაციები, მოხდა ბიზნესის წახალისება, ბიზნესოპერატორებს მიეცათ მუშაობის მეტი თავისუფლება, რაც ლარის მდგომარეობაზე დადებითად აისახა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner