logo_geo
eng_logo
ინფექციონისტი: ვფიქრობ, პიკში ვიმყოფებით - ერთი კვირის განმავლობაში პაციენტების რაოდენობა უფრო მოიმატებს
- +

5 თებერვალი. 2022. 18:26

 

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია. მაია ზალდასტანიშვილმა „რუსთავი 2“-თან აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

 

„ვფიქრობ, უკვე პიკში ვიმყოფებით. ალბათ პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს . შესაბამისად, მომართვიანობამაც მოიმატა, მოიმატა ტესტირების მსურველთა რაოდენობამ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიმატა აცრის მსურველებმა.

 

„დელტას“ შემთხვევაში ბევრად მეტი იყო მძიმე პაციენტები და შედარებით ნაკლებია „ომიკრონის" შემთხვევაში. თუმცა მათ, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ვისაც აქვს მძიმე მიმდინარეობა, მკურნალობის პრინციპი ერთი და იგივეა“, - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner