logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ, 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის
- +

5 თებერვალი. 2022. 18:26

 

„უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებისთვის“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

 

„თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან იქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებისთვის. ასე რომ სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 295 505 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 071 560, გარდაიცვალა 15 174 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner