logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ბრიფინგი პლატფორმა 2020-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საკუთარი ბოსის, ლევან ხაბეიშვილის სტილში წაიყვანა
- +

5 თებერვალი. 2022. 18:49

 

„ე.წ. „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ბრიფინგი პლატფორმა 2020-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საკუთარი ბოსის, ლევან ხაბეიშვილის სტილში წაიყვანა და კომისიების წევრობის კანდიდატების ფოტოებს ჩვეულებისამებრ ტყუილებით გაჯერებული ტექსტიც მოაყოლა, სადაც კანდიდატების მიმართ სახელდახელოდ მოფიქრებული ბრალდებები გააჟღერა“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღევანდელი ბრიფინგის ავტორის დასახელებისას სხვადასხვა საინფორმაციოებიც კი დაიბნენ. თავისთავად საინტერესო ფაქტია მოძრაობის შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის გაერთიანებით...

გაიგე ახლა, გაკეთებული განცხადება პარტიულია თუ „აპოლიტიკური“ არასამთავრობო ორგანიზაციის? თუმცა, რა აზრი აქვს ამის გარკვევას, როცა თვითონაც ვეღარ გაუგიათ და იმედი აქვთ, ვერც საზოგადოება მიხვდება.

 

პ.ს. მინაწერი - აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ორგანიზაციის, პარტიის თუ მოძრაობის ერთგული მეგობარია პლატფორმა 2020-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცესკოს თავმჯდომარეობის „ნეიტრალური“ კანდიდატი და ზოგადად სიმართლისათვის მებრძოლი თენგიზ თევზაძე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner