logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: თემურ მირიანაშვილი გარდაიცვალა! კაცი, რომელმაც პირველმა დაუსვა დიაგნოზი სააკაშვილს!
- +

5 თებერვალი. 2022. 20:18

მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს ,,.... ეხლა მომწერა მეგობარმა- ლაშა გეგეჭკორიმა - ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და მწერალი, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი, ბატონი თემურ მირიანაშვილი გარდაცვლილა ... მე და ბატონი თემური არც დიდი მეგობრები ვყოფილვართ და არც მაინცდამაინც დიდი სიახლოვე გვაკავშირებდა ერთმანეთთან... თუმცა, პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობის დროს გვქონდა ეპიზოდური ხასიათის პირადი შეხვედრები თუ საუბრები, აზრთა გაცვლა, კოლეგიალური ურთიერთპატივისცემა ... როგორც ამ ვიდეო-კადრებიდანაც ჩანს, ბატონი თემურ მირიანაშვილი იყო ის კაცი, რომელმაც საჯაროდ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრესისა და ტელევიზიის თანდასწრებით საქართველოს მომავალ პრეზიდენტს დაუსვა ის სამედიცინო დიაგნოზი, რომლის დადასტურებასაც დღეს მთელი ძალისხმევით ითხოვენ პატიმარ სააკაშვილის ადვოკატთა კორპუსი, მისი სანათესაო და სამეგობრო წრეები, აღარაფერს ვამბობ ამ მიზნით სპეციალურად "ნიუ-იორკიდან ჩამოსულ მის პირად ექიმ ყიფშიძეზე" ... ბევრ საკითხში ვერ ვთანხმდებოდით ხოლმე საუბრებსა და კამათში მე დ ბატონი თემური, ბევრჯერ დავშლილვართ ჩვენ ჩვენს აზრზე დარჩენილები... თუმცა, ერთ რიგით საკითხში ორივენი ერთ აზრზე ვიყავით ყოველთვის : - მაშინდელი პარლამენტარი, შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შემდეგ ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ბოლოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი გახლავთ ცნობილი გიჟი!!! ... ბატონი თემური საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ვალმოხდილი წავიდა , ვალმოხდილი და პირნათელი : მან პირდაპირ თქვა ის სათქმელი ამ ოცი წლის წინ, რომლის თქმასაც დღემდე ვერ ბედავენ ვერც საქართველოს და ვერც სხვა ქვეყნების ოფიციალური თუ არაოფიციალური სამედიცინო დარგის მუშაკები: - საქართველოს მისი ძნელბედობის ერთ-ერთ ეპიზოდში არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების 96%-ის მიერ არჩეული ცნობილი გიჟი ჰყავდა პრეზიდენტად!!! .......... ... ნათელი დაუმკვიდროს ბატონი თემურ მირიანაშვილის ბობოქარ სულს უფალმა... “- წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner