logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: დასაქმება საქართველოში თანამედროვე „ბატონყმობის“ ტოლფასია!
- +

4 აგვისტო. 2016. 21:56



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პროგრამები უფრო კონკრეტული გახადოს.


გამზარდია რამდენიმე პრობლემის შესახებ წერს:


 

„მაქვს რამდენიმე შეკითხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი ჩვენს პრემიერთან, როგორც მმართველი პარტიის ლიდერთან - მიუხედავად თქვენი პროგრამების ლამაზი "აღქმული სამყაროს" წარმოდგენისა, რას აპირებთ კონკრეტულად მომავალ პარლამენტში შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

 

- დასაქმებულის უფლებებთან დაკავშირებით, რადგან დღემდე მეტაფორულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაქმება საქართველოში თანამედროვე "ბატონყმობის" ტოლფასია. იმ ბუტაფორიული "შრომის კოდექსის" ფონზე რა კონკრეტული მექანიზმებით აპირებთ თავი აარიდოთ დამსაქმებლებთან ფლირტს დაქირავებულების წინააღმდეგ და დაქირავებულების გასაძლიერებლად?

 

- აქვე, კონკრეტულად რას აპირებთ ისეთ უკიდურეს სამუშაოებზე დაქირავებულების მიმართ, როგორებიცაა მეშახტეები და სხვა მსგავსად სასიცოცხლოდ საფრთხილო სფეროში დასაქმებულთა გასაძლიერებლად?

- კონკრეტულად რას აპირებთ მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით? როდის გაფორმდება ხელშეკრულებები ელექტროენერგიის, წყლის და სხვა მსგავსი ტიპის მომხმარებლებთან, სადაც არ იქნება სახელმწიფოს თანადგომა მხოლოდ ბიზნესის თავნებობის მიმართ, სადაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია შეგიწყვიტოს პროდუქტის მიწოდება მაშინ როდესაც სურს და მომხმარებელს არ აპატიოს ელემენტარული გადაცდება?

 

- რა კონკრეტულ ღონისძიებებს მიმართავთ სასკოლო და უმაღლესი განათლების მართვის კუთხით, მაშინ როდესაც პრემიერი უპირატესობას მხოლოდ უცხოურ განათლებაზე აკეთებს, როდის გააკეთებს აქცენტს სამამულო განათლებაზე და კონკრეტულად რა ინსტრუმენტებით მისცემს ახალგაზრდებს რეალური მზაობის, ასევე თვითრეალიზაციის საშუალებას?

 

- რა მექანიზმებით აპირებთ აამაღლოთ სამოქალაქო უფლებების დაცვა, დაწყებული იძულებითი მოშარდვით, დასრულებული "გონივრული ეჭვის" მოქმედების საკამათო განმარტებით...

და ასე შემდეგ...

 

აღარაფერს ვამბობ სტანდარტულ თემებზე, რაზეც ყოველდღიურად ვსაუბრობთ და რაზე ზრუნვაც მხოლოდ ლოზუნგების ტრიალში გამოიხატება და არა რეალურად მიღწეულ შედეგებში...

 

იმედი მაქვს, მმართველი პარტიაც და პოტენციური მმართველი პარტიებიც ანუ ოპოზიციური პარტიებიც მომცემენ ამ შეკითხვებზე პასუხებს, რაც მხოლოდ მცირე ნაწილია უამრავი შეკითხვიდან და რის გარეშეც მათი წინასაარჩევნო საუბარი მხოლოდ პრიმიტიული აფიორაა სადღეგრძელოების ფორმაში..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner