„ყველა ქუჩას ინდივიდუალურად ვაპროექტებთ. მსოფლიოში, თუკი ვინმე უძლიერესი კომპანია და ექსპერტები არიან ჩართულები გვყავს. ესენი არიან ის კომპანიები და ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა დედაქალაქში, დიდ ქალაქში ანალოგიური რეფორმები განახორციელეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარია, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი.
„ყველა იმ ქუჩაზე, სადაც შესაძლებელია საავტომობილო ზოლების გაჩენა იმისთვის, რომ დაუბრკოლებლად, შეჩერების გარეშე შეძლოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა, ეს გაკეთდება. ამ რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის, ქვეითად მოსიარულეთათვის, ავტომობილებით გადაადგილება, ველოსიპედებით გადაადგილება იყოს კომფორტული. ჩვენ, ამ 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 800-მდე ახალი ავტობუსი შევიძინეთ, 1000-მდე ახალი მიკროავტობუსი, 100 მეტროს ვაგონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და ასევე შევიძინეთ 40 ახალი მეტროს ვაგონი, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოვა თბილისში. რომელმა მთავრობამ გააკეთა და გადადგა ეს ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ მოვახერხეთ და გვაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს გააკეთა გუნდმა,. რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.