logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ვერცერთ არჩევნებს ვერ მოიგებთ ვერსად და ვერასდროს!
- +

6 თებერვალი. 2022. 01:50

 

„1-ელ ოქტომბერს საქართველოში შემოპარვით უკრაინის მოქალაქე სერიოზულ პრობლემად და ტვირთად იქცა თავად ,,ნაციონალური მოძრაობისთვის", ამ აზრთა სხვადასხვაობას მალე ალბათ სერიოზული დაპირისპირება მოჰყვება პარტიაში, დაველოდოთ, საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ 3 წელია“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რომელიც „ქრონიკის“ ექსკლუზივს ეხმიანება, სადაც ნიკა მელია მხარდამჭერებს ეუბნება, რომ მილიონი ლარის გამოყოფის შემთხვევაშიც ვერ მოიგებდა გლდანში არჩევნებს ერთი-ორი თვით ადრე.

 

„როგორ მწარედ ახსოვს გლდანში განცდილი მარცხი, ჯერ სად ხართ, ვერცერთ არჩევნებს ვერ მოიგებთ ვერსად და ვერასდროს! გეგონათ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა რადიკალურად შეცვლიდა სურათს მაგრამ, არ გამოვიდა და არც არასდროს გამოვა, რადგან საქართველოში არეულობა, ქაოსი და დესტაბილიზაცია არავის სჭირდება, ამას ნიკანორ მელიაც კარგად ხვდება, ალბათ სხვებიც, მაგრამ აღიარება უჭირთ. 1 ოქტომბერს საქართველოში შემოპარვით უკრაინის მოქალაქე სერიოზულ პრობლემად და ტვირთად იქცა თავად ,,ნაციონალური მოძრაობისთვის", ამ აზრთა სხვადასხვაობას მალე ალბათ სერიოზული დაპირისპირება მოჰყვება პარტიაში, დაველოდოთ, საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ 3 წელია"- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner