„აღიარა პარტიაში ერთიანობის კრიზისი, აღიარა არჩევნებში წაგება, აღაიარა მიხეილ სააკაშვილის უარყოფითი გავლენა პარტიაზე“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დღეს პარტიასაც არ აინტერესებს სააკაშვილი, რადგან ის უკვე წაგებული პოლიტიკური თამაშია.
„ნიკანორ მელიასა და სააკაშვილს შორის პოლიტიკური ხიდჩატეხილობა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო.
ჯერ კიდევ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვამდე დავწერე, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით ზუსტად ვიცოდი მათ შორის არსებული დაპირისპირების შესახებ.
ნიკანორ მელია, რომელმაც, სულ რამოდენიმე თვით მოირგო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის როლი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა სააკაშვილის დაბრუნების იდეას. პირველი - ის ლიდერის სტატუსს კარგავდა და მეორე- სააკაშვილის ფაქტორი უარყოფითად იმოქმედებდა პარტიაზე და მასში შეუქცევად პროცესებს გამოიწვევდა. ყველაფერი ახდა. ვხედავთ, რომ დღეს თავად პარტიასაც არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ის უკვე წაგებული პოლიტიკური თამაშია.
ყველა ხვდება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სიახლე სჭირდება. სიხალის ნაცვლად კი ისევ მოთხოვნა „თავისუფლება მიშას“! ისევ პროტესტიდან პროტესტამდე პარტაქტივის ფულით ყიდვა, არაფერს იძლევა
დღეს მელიამ ახალი ხერხი მოძებნა - ეს პარტაქტივთან ზედმეტი გულახდილობაა.
აღიარა პარტიაში ერთიანობის კრიზისი, აღიარა არჩევნებში წაგება, აღაიარა მიხეილ სააკაშვილის უარყოფითი გავლენა პარტიაზე, აღიარა ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ამბობდა. ამ აღიარებით დაიმსხვრა მითი და უძლეველობაზე(ზის საპყრობილეში და არავის დასცდენია სიტყვა მის თავისუფლებაზე)
მითი, ფულით კი არა პარტიული სულისკვთებით შეკრებილ ხალხზე( დიდი ფული დავხარჯეთო მელია თავად ამბობს). ნიკანორ მელიას, ამ წლის პოლიტიკური აღიარებით "ნაციონალური მოძრაობა" ჩაიძირა, დაიძირა... “ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე. არჩევნების გაყალბებაზე,(აღებულ და წართმეულ ხმებზე) მითი, დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის გავლენებსა