„ნაცთა ბელადის დავალება იყო, რომ შექმნილიყო ყველა ქალაქში, ყველა სოფელსა და ყველა უბანში გათავისუფლების კომიტეტები, მაგრამ ერთი კომიტეტიც ვერ შეიქმნა. ნაცთა ბელადის დავალება იყო დაწყებულიყო მასობრივი შიმშილობა მთელ ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი მოახლოვდა ახალი წელი და საცივის პერიოდი, სასწრაფოდ შეწყვიტეს შიმშილობა. თუმცა მანადეც არ მოუკლავს თავი არავის შიმშილობით“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მიხეილ სააკაშვილის დავალება იყო, რომ ყველას დაეტოვებინა მანდატები და გამოსულიყვნენ პარლამენტიდან.
„მერე მიხვდნენ, რომ ეს არ გამოვიდოდა, დაიყოფოდა ხმები და ძალიან ცოტა ვინმე დატოვებდა პარლამენტს. ზოგადად, პარლამენტში შესვლა ნაცმოძრაობის კიდევ ერთი კრახია - ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. საბოლოოდ, შემოლაგდნენ პარლამენტში. პარლამენტშიც არაფრის გამკეთებელი არ არიან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.