logo_geo
eng_logo
ილია II რაჭაში ჩავიდა - პატრიარქი ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას აღავლენს
- +

4 აგვისტო. 2016. 22:00



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II, ქალაქ ამბროლაურს სტუმრობს.   


 6-7 აგვისტოს ნიკორწმინდის 1 000 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.    


ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 6 აგვისტოს 09:00 საათზე დაგეგმილია ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად აშენებული ეკლესიის კურთხევა, სადაც 13:00 საათზე საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის.     ამავე დღეს 18:00 საათზე ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიმართება და ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.   


 საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს, 14:00 საათზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18:00 საათზე რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.     19:00 საათზე კი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქალაქ ამბროლაურში დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები: ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), გიორგი გაგნიძე (ბარიტონი), ბადრი მაისურაძე (ტენორი), რამაზ ჩიკვილაძე (ბანი), თეონა დვალი (სოპრანო), ანზორ ხიდაშელი (ტენორი), მარიამ როინიშვილი (სოპრანო),ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა", ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სადირიჟორო პულტთან - ნიკოლოზ რაჭველი. შესრულდება ცნობილი საოპერო არიები, აგრეთვე, ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.     საღამოს გაუძღვებიან მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი. გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.    


ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოს, ნიკორწმინდის ეპარქიის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.



 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner