logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ხან ამბობს, მიშას ვეუბნებოდი, ჩამოდიო, ხან ამბობს, არ ჩამოხვიდეო...
- +

6 თებერვალი. 2022. 13:46

 

 

„ნიკანორ მელია კი არის შემჩნეული, რომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, უფრო სწორედ კი ვერ აკეთებს, ან უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი-თვითონ თუ იცის ან რას ამბობს ან რას აკეთებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა მელის მიერ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებებს.

 

„ნიკანორ მელია კი არის შემჩნეული, რომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, უფრო სწორედ კი ვერ აკეთებს, ან უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი-თვითონ თუ იცის ან რას ამბობს ან რას აკეთებს. ამ ყველაფრის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარი და უმთავრესი მაინც ის არის, რომ მელია უკვე მერამდენედ შეეჯახა რეალობას, და ამ რეალობის თავი და ბოლო ის, არის გაკოტრებული პარტიის ლიდერობა მოუწია, თან ისე, რომ ლიდერიც არის თუ არა, უკვე თვითონ არ იცის. უამრავი მაგალითის მოყვანა არცაა საჭირო, ხან ამბობს, მიშას ვეუბნებოდი ჩამოდიო, ხან ამბობს ვეუბნებოდი არ ჩამოხვიდეო. მოკლედ ვინ, ვინ და მელიამ მგონი ყველაზე კარგად იცის, რომ სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოვა, სანამ სასჯელს არ მოიხდის, თან ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმაც დაამატა გუშინ, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთო. ჰოდა, რახან ასეა, დაანებეთ ამ სასამართლო პროცესებზე ერთი მუჭა მხარდამჭერების მიყვანას თავი, დროსაც ტყუილად ხარჯავთ და ფულსაც. ისე, როდის არის ხოლმე ნიკანორი გულწრფელი, უბრალოდ საინტერესოა, უბრალოდ“, - წერს ექსპერტი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner