logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ბავშვმაც კი იცის, რომ კალაძემ საკუთარი თავდაუზოგავი საფეხბურთო წარმატებებით მიაღწია უდიდეს მწვერვალებს, რომელსაც, ცხადია, თან ახლავს დიდი ფინანსური ბენეფიტებიც
- +

6 თებერვალი. 2022. 15:16

 

 

„ამგვარი ბინძური სიყალბით სააკაშვილის მარიონეტი გვარამიას ე.წ. ტელევიზია ზიანდება და არა კახა კალაძე. თუმცა, საცოდავ ნაცტელევიზიებს იმის შნოც არ აქვთ რომ გამოიძიონ კეზერაშვილის ოფშორული ანგარიშები, ამხილონ ბიუჯეტის ქურდი უგულავა და „ნაცების“ სხვა ავაზაკები“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს.

 

„სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია აცხადებს, რომ თურმე კახა კალაძემ ქონება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააგროვა.

 

ძალიან იმბეცილნი უნდა იყვნენ ე.წ. გამომძიებელი ჟურნალისტები, რომ ეს სისულელე შეასაღონ საზოგადოებას. ბავშვმაც კი იცის, რომ კალაძემ საკუთარი თავდაუზოგავი საფეხბურთო წარმატებებით მიაღწია უდიდეს მწვერვალებს, რომელსაც, ცხადია, თან ახლავს დიდი ფინანსური ბენეფიტებიც. ის, რომ კალაძეების ოჯახს ბიზნესები აქვს უცხოეთში, ის, რომ დედაქალაქის მერი წლებია არ იღებს კუთვნილ ხელფასს და სხვა თანხებთან ერთად, ხარჯავს ქველმოქმედებაში, საჯარო დოკუმენტებიდანაც ნათელია.

 

ამგვარი ბინძური სიყალბით სააკაშვილის მარიონეტი გვარამიას ე.წ. ტელევიზია ზიანდება და არა კახა კალაძე. თუმცა, საცოდავ ნაცტელევიზიებს იმის შნოც არ აქვთ, რომ გამოიძიონ კეზერაშვილის ოფშორული ანგარიშები, ამხილონ ბიუჯეტის ქურდი უგულავა და „ნაცების“ სხვა ავაზაკები. ამიტომაც არიან და იქნებიან ბოროტი მარგინალები“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner