logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე მელიაზე: იქნებ ჩამოყალიბდეს, უნდოდა თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა და მერე გვითხრას
- +

6 თებერვალი. 2022. 15:17

 

 

„პრინციპში საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად უნდოდა მისი ჩამოსვლა. უნდოდა, რადგან მან პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე. ეგაა და ეგ“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

 

როგორც ექსპერტი წერს, ჯერ თავად ნიკა მელია უნდა ჩამოყალიბდეს, უნდოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მერე ისაუბროს.

 

„ვუსმინე ვიდეო-კოლაჟს, სადაც ნიკანორ მელია ხან იძახის, სააკაშვილი უნდა ჩამოვიდესო, ხან იძახის, არაო. ერთი რუსული ანეკდოტი გამახსენდა: - პეტია, არ მომწონს, ჩემს ცოლს რომ შმუთავ! - მომისმინე, ვასია, შენ ცოლს მოსწონს, შენ არ მოგწონს. ჩამოყალიბდით ოჯახში და მერე მითხარი. იქნებ ბატონი ნიკანორი ჩამოყალიბდეს, უნდოდა თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა და მერე გვითხრას. პრინციპში საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად უნდოდა მისი ჩამოსვლა. უნდოდა, რადგან მან პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე. ეგაა და ეგ“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner