გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა. პრობლემის გადაჭრის გზებზე ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ისაუბრა.
„ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. არის მცირე მონაკვეთი, სადაც უხვი ნალექის დროს გამოწვევების წინაშე ვდგებით. ამ მიმართულებით, ჩვენ, როგორც ადგილობრივ მთავრობასთან, ასევე, საქართველოს მთავრობასთან ერთად და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართულობითა და კონსულტაციებით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ეს პრობლემა დროულად იქნას გადაწყვეტილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა ვმართოთ შემდგომში სანაპირო ზოლი მსგავსი ტიპის კრიზისულ სიტუაციაში“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.