logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: კონსულტაციები ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით დაწყებულია - პრობლემა დროულად იქნება გადაწყვეტილი
- +

6 თებერვალი. 2022. 15:46

 

 

გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა. პრობლემის გადაჭრის გზებზე ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ისაუბრა.

 

„ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. არის მცირე მონაკვეთი, სადაც უხვი ნალექის დროს გამოწვევების წინაშე ვდგებით. ამ მიმართულებით, ჩვენ, როგორც ადგილობრივ მთავრობასთან, ასევე, საქართველოს მთავრობასთან ერთად და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართულობითა და კონსულტაციებით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ეს პრობლემა დროულად იქნას გადაწყვეტილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა ვმართოთ შემდგომში სანაპირო ზოლი მსგავსი ტიპის კრიზისულ სიტუაციაში“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner