იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კოვიდმაჩვენებლებს აქვეყნებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციის მოცვა მაღალი არ იქნება, კიდევ ბევრი მოქალაქე გახდება კოვიდის მსხვერპლი.
„დანია, აქტიური შემთხვევები 575 ათასი. პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%)
ვაქცინაციის მოცვა 84.4%.
დიდი ბრიტანეთი - აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი. პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%)
ვაქცინაციის მოცვა 81%.
საქართველო - აქტიური შემთხვევები 210 ათასი. პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%)
ვაქცინაციის მოცვა 33%.
ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ანუ აქ პანდემია არ დასრულდება“, - წერს კულუმბეგოვი.