logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: შეზღუდვები არ იქნება
- +

6 თებერვალი. 2022. 20:46

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შეზღუდვები არ დაწესდება.

 

როგორც პირველ არხთან საუბარში გამყრელიძემ განაცხადა, რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია.

 

„არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა“, - აცხადებს გამყრელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner