ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ორგანიზაცია Opendemocracy-ის მიერ, წინა ხელისუფების დროს, ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეხმიანება:
„ყველამ ვიცით, როგორ აწამებდნენ და საერთოდ რას სჩადიოდნენ ის ნაბ@@ები. არ არის ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ იწვნია რეჟიმი, მაგრამ მათი ე.წ. ლობისტები ამას ყველაფერს მალავდნენ. ახლა კი ის რკინის ფარდა გაირღვა.
ორგანიზაცია Opendemocracy, რომელიც დაკავებულია პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ანალიზით და რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანის უფლებებია, საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ ვრცელ სტატიას საქართველოში, 2012 წლამდე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე აქვეყნებს"
საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ ვრცელ სტატიას გლობალური მედია პლატფორმა - Opendemocracy აქვეყნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ანალიზით და რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანის უფლებებია, საქართველოში 2012 წლამდე არსებული უმძიმესი ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ავტორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2016 წლის ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც ქვეყანაში 2004-2012 წლებში წამების პრაქტიკას ეხება. სტატიაში მოყვანილია წამების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მანფრედ ნოვაკის 2005 წლის მონიტორინგისა და 2015 წელში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშების შედარებაც.
"ათი წლის შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში, გაერო დაბრუნდა საქართველოში რათა აღმოეჩინა სრულიად განსხვავებული სიტუაცია - პატიმართა რაოდენობა განახევრდა და მრავალი აღმაშფოთებელი პრაქტიკა და სასჯელი საერთოდ გაუჩინარდა სისტემიდან", - ასე აფასებენ სტატიაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს.
"ქართულ ციხეებში წამება ოდესღაც ნორმად ითვლებოდა - ეს არის ის რაც ეფექტურად აღიკვეთა", - Opendemocracy-ის ვებ-გვერდზე სტატია ამ სათაურით გამოქვეყნდა.
http://for.ge/view_news.php?news_id=56777&news_cat=0