logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: მოსახლეობა ქართულ სასამართლოს ენდობა
- +

6 თებერვალი. 2022. 21:12

 

 

„ეს ორი რიცხვი პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმათა ტალღები, ასევე ის ბოლო გადაწყვეტილებები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის მთლიანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იქნა მიღებული, უკვე ხელშესახებ შედეგებს გვაძლევს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“-ს დაკვეთით ჩატარებულ კვლევას, რომლის შედეგების მიხედვითაც, სასამართლოს ბიზნესის 73 პროცენტი ენდობა.

 

„იგივე ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეები სახელმწიფოსთან არიან დავაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება ხელისუფლებაშია“, მნიშვნელოვნად არის რაოდენობა გაზრდილი. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ მოსახლეობა ქართულ სასამართლოს ენდობა“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner