logo_geo
eng_logo
ეკონომიკის სამინისტრო ბაკურიანში საბაგირო გზის დროებით გამორთვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

6 თებერვალი. 2022. 21:58

 

 

ეკონომიკის სამინისტრო ბაკურიანში, ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო გზის დროებით გამორთვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიტარბის საბაგიროს ავარიულად გამორთვის მიზეზების შესასწავლად „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.

 

„მიმდინარე წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების  ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს. 

 

შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება. ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.„მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ საქართველოს 4 მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner