logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: შორს თქვენი ბინძური ხელები რობერტ სტურუასგან!
- +

6 თებერვალი. 2022. 22:04

 

 

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„აა, ახლა გახდა ხო ბიუჯეტი ხალხის და მიწა საერთო საკუთრება, ხო?!

თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, კეზერაშვილისგან რომ მაღალ ხელფასებს იღებთ?! იმ ფულით ფინანსდებით, პირდაპირი გაგებით, ხალხის ჯიბიდან რომ ამოიღეს წამების შედეგად?! თქვენ ხომ იმ ბინძური ფულის ბენეფიციარები ხართ, წაგებულ ომში რომ „ამოარტყა” კეზერაშვილმა?!

 

თქვენ ის ხალხი არ ხართ, სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და ეკუთვნოდა ბიუჯეტის ფულით ვნებების დაკმაყოფილებაო?! თქვენ ხომ იმ ფულის ამღებები ხართ, უგულავამ თბილისის ბიუჯეტიდან რომ მოიპარა?!

თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, არასოდეს რომ დაინტერესებულხართ, როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი მილიონობით დოლარის ქონება გიული ალასანიას ხელში?!

 

გარეჯი არ გეძვირფასებათ, აქაო და, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს სჭირდება და დავუთმოთო, თქვენ ეგ ხალხი არ ხართ?!

და ამ ყველაფრის მეხოტბეები გამოეკიდეთ რობერტ სტურუასთვის გადაცემულ 1500 კვადრატს?!

 

თქვენ უბრალოდ ბოლშევიკები ხართ! დოკსოპულოს შთამომავლები ხართ!

 

თქვენ არ გინდათ, რომ თქვენ მიღმა არსებული საზოგადოება ცხოვრობდეს, საქმიანობდეს და ვითარდებოდეს ამ ქვეყანაში! თქვენ გინდათ საქართველო ქართველების გარეშე! ნიჭის, გემოვნების, მოვალეობების და ზნეობრივი კანონების გარეშე! ეს ხალხი ხართ და შორს თქვენი ბინძური ხელები რობერტ სტურუასგან!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner