„რეზოლუცია ხომ უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებისთვის კეთდება. როდესაც პარლამენტი ხალხის სახელით ლაპარაკობს. ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ყველაფრით პოლიტიკური ქულები დაიწეროს და ყველაფერს უყურებენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. ყველანაირად იყენებენ ამ საკითხს, რომ როგორმე ავნონ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ჩემი აზრით ისინი ამას იყენებენ მხოლოდ საბაბად და შემდეგ ამაზე აგებენ თავიანთ ვითომ ანტირუსულ კამპანიას. რომლისაც უკვე აღარავის სჯერა. ეს არის მათი მთავარი ხაზი, რომელიც დიდი ხანია აწყობილი აქვთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.