logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი მელიას განცხადებაზე: არ ვიცი ტრაგიზმი დავარქვა თუ კომედია
- +

6 თებერვალი. 2022. 23:51

 

 

გიორგი ვოლსკი ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც „ქრონიკამ“ მოიპოვა და რომელზეც ნიკა მელიას მხარდამჭერებთან საუბარია ასახული. ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან ყურადღება „ნაციონალური მოძრაობაში“ და მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.

 

„საქართველოში სიტუაციას გადახედეთ, რა პოლიტიკური სპექტრია. ვინ არიან და რა სატელიტები მისდევენ ჩამოკიდებულები. ეს არის ჩვენი დღევანდელობა. მთლიანობაში, წარმოიდგინეთ რა ცუდ დღეშია პოლიტიკური სპექტრი ზოგადად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს განცხადება, რაც მოვისმინეთ, არის ტრაგიზმი. არ ვიცი ტრაგიზმი დავარქვა თუ კომედია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც (მელიამ) მანამდე თქვა, რომ უნდა ჩამოვიდეს (სააკაშვილი). რაღა გუბაზი და რაღა ის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ქრონიკას“ მოქალაქემ ვიდეოჩანაწერი მიაწოდა. ის საქალაქო სასამართლოს ეზოშია მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა. ჩანაწერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღიარებს, რომ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner