„ტრაგიკული მდგომარეობაა - ჩვენ არ გვყავს ოპოზიცური ძალა, რომელსაც სერიოზულობა აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ყველა ქვეყანაში უდნა იყოს ოპოზიციური ძალა, რომელსაც პროცესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება გააჩნია. აზრთა ჭიდილში იბადება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის საჭირო სწორი გადაწყვეტილებები. „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული ლიდერი მელია ამბობ, რომ სააკაშვილის ადგილას ჩამოვიდოდა. სააკაშვილს მუდმივად აწუხებს ის მომენტი, როცა გორში გაქცევისას საკუთარ დაცვას გაასწრო. მელია ამბობდა, რომ სააკაშვილი უდნა ჩამოსულიყო და სათავეში ჩადგომოდათ. უცებ, ამის საპირისპიროდ, როდესაც ვერ განვითარდა პროცესი, რომელსაც გეგმავდნენ, ამბობს, რომ მე სულ ვიძახდი არ უდნა ჩამოსულიყოო. სხვა ტრაგიზმს ვხედავ ამაში“, - განაცხადა გიორგი ვოსკიმ.