logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის კიევში ვიზიტზე: არ გამოვრიცხავ, რომ იქ ისეთ თემას აგორებენ, რომელმაც გარკვეულწილად უნდა გამოიწვიოს დაპირისპირება უკრაინასა და საქართველოს შორის
- +

6 თებერვალი. 2022. 23:53

 

 

გიორგი ვოლსკი არ გამოვრიცხავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების კიევში ჩასვლის მიზანი საქართველოსა და უკრაინას შორის დაპირისპირების გამოწვევაა. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ იქ ისეთ თემას აგორებენ, რომელმაც გარკვეულწილად უნდა გამოიწვიოს დაპირისპირება უკრაინასა და საქართველოს შორის და როდესაც მსოფლიო უკრაინის მხარეს დგას, აქედან გამომდინარე, მათ უნდათ საქართველო მსოფლიო პოზიციიდან ამოაგდონ და ცალკე გადადგან. ეს რესურსი მათ არ გააჩნიათ და ამ რესურსს წერტილი არ მარტო რადაში გაკეთებულმა განცხადებებმა დაუსვა. საგარეო საქმეთა მინისტრი რომ გამოდის, ეს არ არის მხოლოდ მისი აზრი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner