„უღირსობაა კუშნერს რომ მიატოვებ და მიწაზე ცხვირით გახოხდები. უღირსობაა ისაა, ჯარისკაცებს რომ დატოვებ ბრძოლის ველზე, დახოცილებს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ გაზგაყვანილობის დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს გლობალურ პროცესებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა.
„შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით არ მოხდა ის, რომ 9 აგვისტომდე რუსეთს საერთოდ არ ახსენებდნენ. შემთხვევით არ მოხდა, რომ უშიშროების საბჭოს არ მიმართეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წერია, რომ მოულოდნელად დაიწყო პროცესები, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი არც ერთი ქვეყანა არ მოელოდა. ეს არ არის შემთხვევითობა. არ ის არის შემთხვევითობა, რომ გაზგაყვანილობის დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს გლობალურ პროცესებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ რუსები არიან 1,5 კილომეტრში იმ ცენტრალური მაგისტრალებიდან. ასეთი „ბაგაჟის“ მქონე ხალხი მიდის კიევში და აქ კიდევ რეზოლუციაზე გვეკამათებიან. ღირსებაზე გველაპარაკებიან ეს ადამიანები. უღირსობაა კუშნერს რომ მიატოვებ და მიწაზე ცხვირით გახოხდები. უღირსობაა ისაა, ჯარისკაცებს რომ დატოვებ ბრძოლის ველზე, დახოცილებს. უღირსობაა, რომ ჩვენ შვილებს გორის ცენტრში რომ მიატოვებ დაბომბვის ქვეშ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.